Digest Logo

„კაცმა კი ის თქვა, რასაც ალალად ფიქრობდა და აჰა - ვერ ჩაჯდა ბაბლის სტანდარტებში... ახლა შფოთავენ - ეს ვინ ყოფილა, ეს დროში ჩარჩენილიო“- მარიკა ბაკურაძე აკა მორჩილაძეზე

1713447851
მარიკა ბაკურაძე

ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე „ფეისბუკზე“ პოსტს აქვეყნებს და მწერალ აკა მორჩილაძის წერილს ეხმაურება, რომელიც ერთ-ერთ მედიაში გავრცელდა - მისი აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„ეს რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა?!

აკა მორჩილაძემ დაწერა წერილი და ვაი რომ ბაბლის აზრს ვერ დაემთხვა! აი სად გავარდა მეხი!
მოწმენი მაინც არ ვიყოთ, აგერ ორიოდ თვის წინ აკას სულს რომ იფიცებდა სრულიად ფეისბუკი - ნობელიც მისი უნდა იყოს, საქართველოს სახელიც და იმას იქით რაც არსებობს, ყველაფერიო

კარგი. დაიწყო ეს მღელვარების დღეები და მიადგნენ, მისწერეს, მისწერეს, კიდევ მისწერეს, თქვი შენი აზრიო, რამე თქვი, ხმა ამოიღეო.

შეაღონეს კაცი. კაცმა კი ის თქვა, რასაც ალალად ფიქრობდა და აჰა - ვერ ჩაჯდა ბაბლის სტანდარტებში.
ახლა შფოთავენ - ეს ვინ ყოფილა, ეს დროში ჩარჩენილიო, ეს რა პესიმიზმია, ცოტა სტიმული მოგვცესო, ცოტა ჩვენი ლოზუნგები მაინც გაერიაო.

არის დიდი დაბნეულობა. მაგრამ ეგეთები გვინახავს?

ფერისცვალებების მაგალითია ბაბლის ქცევა და ყოველი დღე.

ამაშია საქმე, როცა გავიაზრებთ, რომ სინამდვილეში, ჩვენი აზრის გამოხატვას კი არ გვთხოვენ, იმას გვავალებენ, რაც თვითონ აწყობთ“,- წერს მარიკა ბაკურაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მოვიდა და მეუბნება, ბოდიში რა რამე თუ გაწყენინე, ზედმეტი მომივიდა წეღან ალბათ, არ მინდოდა და მაპატიე კარგი?!“ - ნათია ბერიძე აქციის მონაწილეზე

🎥 „ამ დროს ადამიანი იწყებს საზოგადოების აღქმას, რომ ის არის მარტო...“ - ფსიქოლოგი მშობელსა და შვილს შორის განჯაჭვის შესახებ

„მონა უძახო იმ მედიის ჟურნალისტს, რომელიც ისე დაარბიე, დალეწე და მერე წაართვი ეკრანი, მიითვისე ქონება, სულ ცოტა უტვინობაა“ - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე