„კავეას“ თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ოთარ ბუბაშვილი, იგივე „ბებეტო“ გარდაიცვალა.
სამწუხარო ფაქტის მიზეზად თრომბი სახელდება.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობრები ავრცელებენ:
„ჩემი ოთო, ჩვენი ოთო, უსაყვარლესი ბებეტო! ოქროს კაცი და ნამდვილი ადამიანი! უნიჭიერესი და უჭკვიანესი, უწესიერესი კაცი!!! წავიდა, სადაც მართალნი განისვენებენ…“.
„სიტყვები არ მყოფნის… გარდა იმისა, რომ ბებეტო, ყველას ძალიან დაგვაკლდება, ქართულ კინოსაც უდიდესი დანაკლისი ექნება. ძალიან დიდი ტკივილია“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 უნიკალური ოპერაცია საქართველოში - ექიმებმა ადამიანის თვალბუდიდან ცოცხალი პარაზიტი ამოიყვანეს
⭕რა უნდა ვიცოდეთ ჩიას შესახებ და რატომ იმსახურებს ის ადგილს ჩვენს რაციონში