წყევლა არის ნეგატიური კონოტაციის მქონე ლექსიკური ერთეულების კომბინაცია, რომელიც წარმოქმნის ნეგატიური ენერგეტიკული მუხტის მქონე გამანადგურებელ კონსტრუქციას/ენერგიას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, წყევლა არის სხვისადმი (ან საკუთარი თავისადმი) მიმართული გამანადგურებელი პროგრამა.
წყევლა ასევე არის შავი მაგიის განუყოფელი ატრიბუტი.
როდესაც ადამიანი იწყევლება, საკუთარ თავში აგენერირებს გამანადგურებელ პროგრამას და მიმართავს მას სამიზნე სუბიექტისკენ, ის პირველ რიგში ამით იზიანებს საკუთარ თავს და აი, რატომ:
ბევრი ადამიანი დღემდე ვერ იაზრებს, რომ ჩვენი ქვეცნობიერი არ ანსხვავებს სხვას მივმართავთ რაიმე სიტყვებით თუ საკუთარ თავს. როგორც კი ჩვენს გონებაში იბადება აზრი, როგორც კი ჩვენ წარმოვთქვამთ სიტყვას ჩვენი ქვეცნობიერი ამას აფიქსირებს როგორც ჩვენთვის სასურველი პროგრამა.
და ეს ქვეცნობიერი პროგრამა გაცილებით ძლიერია, თუ ჩვენს აზრებს და სიტყვებს თან ახლავს ჩვენი მძაფრი ემოციები და შეგრძნებები. როდესაც ადამიანი წყევლის სხვას, უსურვებს მას სიკვდილს, ავადმყოფობას, წარუმატებლობას, ტანჯვას და მსგავს უბედურებებს, მისი ქვეცნობიერი ამ სურვილებს აღიქვამს, როგორც ადამიანისთვის სასურველ სურვილებს და გულმოდგინედ ინახავს მათ საკუთარ სიღრმეში სამუშაო პროგრამების სახით.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ როგორც კი ქვეცნობიერი მიიღებს სამუშაო პროგრამას, ის ყველაფერს იღონებს, რომ ადამიანს აუცილებლად მოუზიდოს ცხოვრებაში ის, რაც ამ პროგრამითაა გათვალისწინებული.
რთული წარმოსადგენი არ არის, რომ წყევლის გამანადგურებელი პროგრამა კარგს არაფერს მოუზიდავს ადამიანს ცხოვრებაში. ადამიანი მიიღებს უკან ყოველივე იმ უბედურებას, რაც „სხვას“ უსურვა - სინამდვილეში ხომ, სხვა არ არსებობს. ბევრმა ადამიანმა არც ის იცის, რომ ქვეცნობიერი პროგრამები მომენტალურად არ იწყებენ ამუშავებას (თუკი მას ათამამებს ის ფაქტი, რომ მანკიერი ქმედებებისთის მაშინვე არ ისჯება) - ამისთვის სამყარო შესაბამის დროს მოუძებნის.
დროს თავის დანიშნულება აქვს დედამიწაზე და დროით ბევრი რამ განისაზღვრება.
გარდა ამისა, სამყარო გულმოდგინედ აკვირდება თითოეული ადამიანის აზრებს, განზრახვას, სიტყვებს, ემოციებს, შეგრძნებებს და ქმედებებს. არ არსებობს ამქვეყნად რაიმე, რაც სამყაროს დაკვირვებულ თვალს გამოეპარება. სამყაროს აქვს თავის კანონები, რომლითაც სულის ევოლუციური გზა იმართება. როდესაც ადამიანი იწყევლება და სხვას უსურვებს განადგურებას, ეს გამანადგურებელი ენერგია, საბოლოო ჯამში, აუცილებლად თავად მას დაუბრუნდება - ეს უბრალოდ, დროის ამბავია.
შესაძლოა კარმული ენერგიის დაბრუნება რამდენიმე წლის შემდეგაც კი მოხდეს. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ვერ იაზრებს ხოლმე, თუ რატომ დაატყდა თავს უბედურება ... ან უბრალოდ, არ სურს სიმართლეს თვალი გაუსწოროს.
იმიტომ ხომ არ, რომ გული სიძულვილით და სხვების გაუბედურების სურვილით ჰქონდა სავსე და წყევლის ენერგიის გენერირებით დემონურ ძალებს დაუთმო საკუთარი სულის ნაწილი.
წყევლა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შავი მაგიის განუყოფელი ატრიბუტია, შავი მაგიის ლორდები კი ბნელეთის დემონური ძალები არიან. ყველა მანკიერ ქმედებას ჰყავს თავის შესაბამისი დემონური ძალა (დემონების სახელების ხსენებისგან აქ თავს შევიკავებ სხვადასხვა მოსაზრებების გამო).
როგორც კი ადამიანი თავის აზრებით, სიტყვებით, ემოციებით თუ ქმედებებით დაუკავშირდება დემონურ ძალებს გააზრებულად თუ გაუცნობიერებლად, ის მათგან თავს ასე ადვილად ვეღარ დააღწევს. დემონურ ძალებთან გარიგებაში შესვლას სულს დიდი საფასური დაუჯდება.
აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ წყევლა მიმართულია უდანაშაულო ადამიანის მიმართ, ასმაგად დიდი იქნება მაწყევარისთვის გამანადგურებელი ზარალი. სუფთა სულის ადამიანს გაცილებით ძლიერი დამცავი ენერგოველი აქვს და გაცილებით ძლიერი მაღალი იერარქიის ნათელი ძალები მფარველობენ მას.
და მაინც - რა აიძულებს ადამიანს იწყელოს და ასეთ გამანადგურებელ ბნელ დემონურ ენერგიებში იმყოფებოდეს?
ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიზეზი ტრავმებისგან დაზიანებული სულია. სული, რომელმაც ვერ გაუძლო ცდუნებებს, დაშორდა ღვთიურ საწყისს და გაება მატრიცის ხაფანგში. გამოსავალი ტრავმებისგან განკურნების ძიებაა და არა სხვების წყევლა, რომელიც, საბოლოო ჯამში, მაწყევარს კიდევ უფრო აზიანებს და აშორებს სულიერ საწყისს და ყველა სიკეთეს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუკი ადამიანს სიკეთე სურს საკუთარი თავისთვის, წყევლის ნაცვლად, უნდა ეცადოს ყველას სიკეთე უსურვოს - რადგანაც სხვებისთვის გამეტებული, ისევ თავად მას დაუბრუნდება. ამიტომაც, კვლავ გავიმეორებ და ვიტყვი - კეთილი ადამიანი ჭკვიანი ადამიანია და ჭკვიანი ადამიანი არასოდეს იწყევლება.
ავტორი, დიდ ბრიტანეთში დიპლომირებული ჰიპნოთერაპევტი, რეიკის ოსტატი-მასწავლებელი რუსუდან კვირიკაშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕კეტი პერი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე ბრწყინავდა: FIFA 2026 გრანდიოზული შოუთი გაიხსნა
⭕ არ გირჩევთ: ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ემოციურ დაპირებებს, ქორწილს - 13 ივნისის ენერგიები
🎥 „გული კინაღამ გამისკდა სიხარულისგან“ - ბაბი კირკიტაძე კანიე უესტის გრანდიოზულ კონცერტს ეხმაურება