მსახიობები, კირა ანდრონიკაშვილი და იმერი კავსაძე სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდნენ, სადაც კარიერასა და წარსულზე ისაუბრეს:
„მენატრება ის პერიოდი, როცა ვმუშაობდი საოპერო თეატრში, ვიყავი წამყვანი სოლისტი და მენატრება რეპეტიციების პერიოდი. ახალი სპექტაკლი რომ იდგმებოდა მთელი დღე ვიყავით თეატრში. ოთახი გვქონდა თავისი სააბაზანოთი, ხალათები გვქონდა, ძალიან ხშირად არ მივდიოდით სახლში და გადავაბამდით საღამოს რეპეტიციას. ეს მენატრება როგორც მსახიობს. ყოფილი ტენორი არ არსებობსო იძახიან, ტენორი არის სულ სიცოცხლის დამთავრებამდე“, - აღნიშნა იმერი კავსაძემ.
გადაცემაში ასევე ისაუბრა კირა ანდრონიკაშვილმაც და გაიხსენა თეატრის პერიოდი:
„ძალიან კარგი ადამიანები მხვდებოდა ქუჩაში, ძალიან კარგი. ნოდარ დუმბაძე, გალაკტიონი გრძელი მოსაცმელით დადიოდა, ჭილაძეები. ნიაზ დიასამიძე, იგი კოლორიტი იყო. ნიაზი რომ დამინახავდა დამიძახებდა - „თავადის ქალო სახლშიო“, - იხსენებს კირა ანდრონიკაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უფალი გვაფრთხილებს, რომ რჩეულნიც შეცდებიან...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕„არაჩვეულებრივი ფორმები გაქვს“ - მარიამ სანოგოს ახალი კადრები და გამომწერების კომპლიმენტები