მომღერალი ნათია ზარანდია რომ წარმატებული და საოცრად პოზიტიური ადამიანია, ამაში მისი მუსიკალური საღამოებიდანაც დარწმუნდებით და ამაზე მეტყველებს მისი სოციალური ქსელიც. ბოლო პერიოდი მისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი აღმოჩნდა.
მომღერალს 2 წლის წინ მამა მძიმე დიაგნოზით გარდაეცვალა, მაშინ მას ფინანსური დახმარებაც დასჭირდა. აღნიშნულ თემაზე ნათიამ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ისაუბრა:
„უსიმპათიურესი მამა მყავდა, ენერგიული. მძიმე დაავადება შეემთხვა, მეოთხე სტადიის, განუკურნებადი. მე ბევრი ვიბრძოლე მისი გადარჩენისთვის, დამჭირდა ფინანსური დახმარება. 20 000$ დამჭირდა თურქეთში მისი ოპერაციისთვის. 3 დღეში ეს თანხა შეგროვდა.
დიაგნოზის დასმიდან 2 თვეში გარდაიცვალა, არაფერმა უშველა, მეუბნებოდნენ, აზრი არ აქვსო. მამაჩემი იყო ოჯახის საყრდენი, მშრომელი და მეოჯახე იყო.
ხალხმა დაიწყო, ამას მამა უყვარდაო? ვისზეც მეგონა ჩემი მეგობრები იყვნენ, სადღაც გაქრნენ, ბევრმა თქვა, რომ მე ეს თანხა მოვიხმარე“, - ამბობს ნათია ზარანდია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როდესაც ღმერთთან ვსაუბრობ, უნდა ვიცოდე მას რა უნდა, რა არის ღვთის ნება“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება