Digest Logo

„ხანდახან გაპრანჭვა მართლაც მენატრება, მაგრამ ტალახში, ტყეში ვის გავეპრანჭო? რაც გიორგი პრეზიდენტი აღარ არის და აღარ მიწევს“ - მაკა ჩიჩუა

1732542618
მაკა ჩიჩუა გიორგი მარგველაშვილი

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „გზის“ ინტერვიუდან საქართველოს ყოფილ პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან, რომელიც ფორმაში ყოფნაზე საუბრობს.

– ცოტა ხნის წინ ვიდეო გავრცელდა, სადაც მოკლე შორტით ხართ… ვიდეომ ბევრის აღფრთოვანება გამოიწვია. ფორმას, სტილს როგორ ინარჩუნებთ?

– არ ვიცი, რა საოცარ ფორმაში მე ვარ? სარკეში რომ ვიხედები, ხანდახან ჩემს თავს ვერ ვცნობ. გადაღლილი, ზოგჯერ უძილო… უძილობა ყველაზე რთული რამაა… რაც შეეხება წონას და ფორმას, ალბათ ეს გენეტიკის დამსახურებაა… ჭამა არც მიყვარს. არ მიყვარს ისეთი პროდუქტები, რომლებიც გასუქებს და ფორმას გაკარგვინებს. შედარებით მსუბუქად ვიკვებები და ეს ახდენას ალბათ გავლენას.

– ნაკლები პური, ცომეული, ტკბილეული?

– სხვათა შორის, პური ძალიან მიყვარს… ტკბილეული, ცხიმი, “ფასტ ფუდები” ჩემს ორგანიზმს არ მოსწონს. ვცდილობ ბავშვებსაც ჯანსაღი საკვები მოვუმზადო, თუმცა პატარას მაინცდამაინც არ უყვარს. თემო უფრო ჯანსაღად იკვებება.

რაც შეეხება სტილს, როგორიც ვარ, ეს ვარ… მას მერე, რაც გიორგი პრეზიდენტი აღარ არის და აღარ მიწევს ეს ოფიციალური შეხვედრები, სულ სპორტულად მაცვია. ხანდახან გაპრანჭვა მართლაც მენატრება, მაგრამ აქ, ტალახში, ტყეში ვის გავეპრანჭო? სკოლაში „მხეცივით” გავრბივარ და გამოვრბივარ, ხშირ შემთხვევაში სარკეშიც არ ვიხედები. ამიტომაც, პერიოდულად მართლაც მინდება ლამაზად ჩავიცვა.

გულწრფელად გეუბნებით, ყოველთვის მირჩევნია სპორტულ ფორმაში ვიყო, რადგან მე თავისუფლება მიყვარს, სპორტული ტანსაცმელი კი ამ თავისუფლებას მანიჭებს, ფეხსაცმელიც ყოველთვის დაბალქუსლიანი მაცვია. იმ პერიოდშიც, როცა პირველი ლედი ვიყავი, ფეხზე ყოველთვის მინიმალური ქუსლიანი მეცვა. არ უნდა ვყოფილიყავი „გაკოჭილი”, მოძრაობაში ხელი არ უნდა შემშლოდა. ჩემს ხასიათში არ არის, რომ სამოსით თავი შევიზღუდო… საყურეც დაახლოებით სამი წელია, არ შემიცვლია, სულ ერთი და იგივე მიკეთია. არ ვიცი, ოქროა თუ რაღაც ისეთი მეტალი, რომელიც ყურს არ აღიზიანებს. მთის ბროლია, პატარა, ციცქნა საყურე, ეს მიკეთია ამ ბოლო დროს. არც მიყვარს დიდად სამკაულები, იშვიათად, რომ მათი ტარება მომინდეს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული - როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად იყოთ!

„ულამაზესი ოჯახი...“ - მარიამ სანოგო ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

🎥 „არ მჯერა... ჩვენმა დედიკომ არ იცის...“ - ბარბარა სამხარაძე სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

წყარო: fortuna.ge