Digest Logo

🎥 „ხანდახან ცხენს მეძახიან, იმდენს ვმუშაობ...არ არის აუცილებელი ამაზე ვილაპარაკო საჯაროდ“ - სალომე ჭაჭუა

1714136400
სალომე ჭაჭუა

სალომე ჭაჭუა ერთ-ერთი პოპულარული პროფესიონალი მოცეკვავეა, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჭაჭუამ ლათინო-ამერიკული ცეკვის კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო.

წლებია მას საზოგადოება ეკრანებიდან იცნობს. იგი „ცეკვავენ ვარსკვლავების ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავეც გახლავთ.

სალომე ჭაჭუა ბოლო რამდენიმე წელია უცხოეთში, კონკრეტულად კი ირლანდიაში, ასევე „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს, სადაც მან ისეთივე პოპულარობა მოიპოვა როგორც მშობლიურ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ იგი საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

მოცეკვავე სტუმრად გადაცემა „დღის პოსტში“ იმყოფებოდა, სადაც პირად ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა.

„რთულია როდესაც დიდ პროექტში ხარ, ასევე გაქვს სტუდია, რაღაც მხრივ კარგი გადაწყვეტილება იყო ის, რომ სტუდიას შეველიე. ურთიერთობების ამბავი არის კომპლექსური. თუ გინდა, რომ კარგად იყო და ბედნიერად მაშინ უნდა ეძიო შენ თავში რა გაბედნიერებს. გვერდს ვუვლი ყოველთვის პირად ამბებს, რატომღაც არ არის აუცილებელი ამაზე ვილაპარაკო საჯაროდ. დიდი ხანია ამაზე არ ვსაუბრობ“, - ჰყვება სალომე ჭაჭუა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „კომენტარები, რომ რამე მაქვს გაკეთებული ან ცელულიტი მაქვს ბევრი, ჩემ ქმარს გაუგზავნეთ, მას მოსწონს...“- ნუკი კოშკელიშვილი გამომწერების კრიტიკას პასუხობს

⭕🎥 „თქვენ რას ფიქრობთ? გოგოა თუ ბიჭი?“- ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს გვიზიარებენ

⭕🎥 „ესეც ჩვენი სასიხარულო ამბავი“- ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე მეორე შვილს ელოდებიან