ხარკოვზე სარაკეტო შეტევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორისაც ერთი, საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პროკურატურა Telegram-ზე ავრცელებს. არსებული ცნობით, დაშავებული მასმედიის წარმომადგენელია.
„დაშავებულია 10 ადამიანი, ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, ერთის მდგომარეობა კი საშუალოა. დაშავებულებს შორის არის თურქეთისსა და საქართველოს თითო მოქალაქე. ორივე მათგანი თურქეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებას წარმოადგენდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „სიყვარულსა მალვა უნდა“ - არის თუ არა შეყვარებული ლუკა ჭოხონელიძე?