
კუბელმა ვანესა გუტიერესმა და ქართველმა ირაკლი სინჯარაძემ სიყვარულის შთამბეჭდავი ისტორიის შესახებ გადაცემა „დღის პოსტის“ ეთერში ისაუბრეს.
წყვილი საცხოვრებლად გადასვლას, უახლოეს მომავალში ესპანეთში აპირებს.
„მადლობელი ვარ, რომ ასეთი კარგი ადამიანი შემხვდა ჩემი ცხოვრების გასალამაზებლად... რომ დავინახე იმ დღესვე ვუთხარი შენ ჩემი მეუღლე იქნები.
განაწილებული გვაქვს ყველაფერი მე საჭმელს ვამზადებ ვანესა კი სახლს ალაგებს. ერთმანეთის სიურპრიზებით ვართ სავსე“,- ამბობს ირაკლი სინჯარაძე.
ვანესა გუტიერესი წლების წინ ჩამოვიდა საქართველოში და ქუთაისში დასახლდა. ვანესამ ცოტა ხნის წინ, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონში მიიღო მონაწილეობა და ფინალამდეც მიაღწია.
„საქართველოს ისტორიას ვსწავლობ და ძალიან მომწონს, საოცარია ძალიან ლამაზია. ვაპირებ გამოცდები ჩავაბარო და ქართულ უნივერსიტეტში ვისწავლო. ხელი დედამთილის თანდასწრებით მთხოვა, ძალიან საყვარელი და კეთილი დედამთილი მყავს“,- ამბობს ვანესა გუტიერესი მეუღლესა და საქართველოში ცხოვრებაზე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ევროპაში კინოცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად სოფია ბაბლუანი დაინიშნა
⭕წვიმა, თოვლი და ტემპერატურის ვარდნა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი