18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდაცვლილი ქალის მეზობლები მედიასთან კომენტარს აკეთებენ და როგორც ისინი ამბობენ კესარია და ეჭვმიტანილი ბიჭი ერთად ცხოვრობდნენ.
„მუქარები იყო ძალიან ბევრი. იძახდა კესოც, რომ მემუქრებაო. ბოლო კომუნიკაცია მასთან მქონდა გუშინ წინ და მითხრა ღიმილით რომ, მემუქრებაო, თუმცა მას არ სჯეროდა რომ მოკლავდა, ამბობდა „ვუყვარვარო“.
იყო ეჭვიანობის ნიადაგიც, ერთხელ კესო გამოვიდა სახლიდან დალუჯებები ჰქონდა ყელის არეში და თქვა „მცემაო“.
როგორც მითხრა: „ტელეფონზე sms მომივიდა მართმევდა და არ მივეციო“. ისინი ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ოჯახი, რამდენიმე თვის წინ ჰქონდათ დაძაბულობა, შიშის მომენტიც ჰქონდა კესოს და წავიდა საქართველოდან“, - ამბობს მეზობელი.
კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, ისინი ოჯახის შექმნასაც აპირებდნენ:
„ლიფტში მეზობლისთვის უთქვამს, ხელი უნდა მთხოვოსო“, - აცხადებს მეზობელი.
„მაგ ბიჭთან ერთად ვინც ფოტოზეა, კესარია ლიფტშიც დამინახავს, ქუჩაშიც შევხვედრივარ და არაფერი მსგავსი არ შემიმჩნევია მშვიდი ბიჭი იყო“, - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.
ცნობისთვის, თბილისში, დიდ დიღომში ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა. მათვე ცნობით, მომხდარზე დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გახდა თუ არა ფეისბუკზე დადებული „სთორი“ მკვლელობის მიზეზი? - პოლიცია ეჭვმიტანილს ყველგან ეძებს
⭕„როცა მამსგავსებდნენ, ეგონათ ცუდს მეუბნებოდნენ…“ – შორენა ბეგაშვილი კესარია აბრამიძეს ემშვიდობება