Digest Logo

„ორი წელი ტოქსიკურ ურთიერთობაში ვიყავი, ბოლოს რომ მომვარდა მეზობელმა გადამარჩინა“ - რას წერდა კესარია აბრამიძე აპრილში?

1726683960
კესარია აბრამიძე

თბილისში, ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს.

მისი ცხედარი სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე აღმოაჩინეს.

ფოტომოდელი კესარია აბრამიძე აპრილში სოციალურ ქსელში სტატუსს წერდა, რომ 2-წლიანი ტოქსიკური ურთიერთობა დაამთავრა, სადაც  მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ უწევდა ყოფნა. როგორც იგი წერდა ყოფილი საყვარელი ადამიანის მხრიდან სავარაუდო ძალადობის გამო ქვეყანა დატოვა, თუმცა დაბრუნებას ამ თემაზე სათანადო ზომების მიღებას აპირებდა.

„მოგესალმებით მეგობრებო.

თითქმის 2 წელია ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში, ხშირად მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან მიზეზი სწორედ ეს იყო, გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ.

მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით, რომ თავი დამეღწია შექმნილ რთულ სიტუაციას.

აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისაუბრებ საჯაროდ ამ თემაზე.

არა ძალადობას!

აქვე მადლობა ჩემს კარის მეზობელს რომელმაც გადამარჩინა როცა ბოლოს სახლში მომვარდა Mari Xelashvili თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი.

სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში.

ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლები ნუ გაატარებთ მანიპულატორ, ნარცის მოძალადესთან!! არა ქალთა კვლას, რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში“, - წერდა კესარია აბრამიძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გახდა თუ არა ფეისბუკზე დადებული „სთორი“ მკვლელობის მიზეზი? - პოლიცია ეჭვმიტანილს ყველგან ეძებს

⭕რა ფოტო-ვიდეო გაავრცელა კესო აბრამიძემ მის მკვლელობამდე, რამდენიმე საათით ადრე?

⭕ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს