Digest Logo

ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონია

1771691146
ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია

ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონია. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

თბილისი იუნიორებსა და კადეტებს შორის ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე კადეტებს შორის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი ურუშაძემ.

მან ფინალში თურქ ჯანდენიზ ბერაქს სძლია.ქართველმა მოფარიკავემ მეოთხედფინალში რუმინელი სპორტსმენი, ნახევარფინალში კი უნგრელი ხმლით მოფარიკავე დაამარცხა.

საქართველო იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს.

კონტინენტის პირველობა 27 თებერვალს დასრულდება.