
წარმატების და კეთილდღეობის თემა ყველასთვის მნიშვნელოვანი, საინტერესოა და აუცილებელია. როგორ მივაღწიოთ წარმატებას და ვიყოთ ბედნიერები - ამ თემაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. თუ ახლა ცხოვრებაში ისეთ ეტაპზე ხართ, რომ ფიქრობთ, ბოლომდე ვერ მიაღწიეთ იმას, რისი გაკეთებაც გინდოდათ, ან ფიქრობთ, ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა, მაგრამ გაქვთ დანაკლისი, რასაც ჯერ სახელს ვერ არქმევთ - მაშინ აუცილებლად უნდა მოუსმინოთ სალომე კასრაძის პოდკასტს, რომლის სტუმარიც საშა კაცმანი იყო, კაცი, რომელიც აქამდე ჩრდილში იყო დღეს ფართო საზოგადოებისთვის აზიარებს ცოდნას.
„ყველას გვინდა ვიყოთ თვითგამოხატული, ზოგისთვის ეს არის სამსახური, ზოგისთვის ოჯახი, მეგობრობა, ცეკვა, მაგრამ ამ გზას ყველანი ვეძებთ. გზა და მეთოდი განსხვავებულია, როგორც ყველა ადამიანი. ადამიანური საჭიროებები, ემოციები ყველას ერთნაირი გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფრის წყობა უნიკალურია.
როდესაც ადამიანს ვუყურებ, მეტაფორულად ვუსმენ მელოდიას, როგორია. სინამდვილეში, თუ იმ მომენტში ადამიანს უსმენ, მაქვს შანსი რაღაც ახალი გავიგოთ. ხშირად, ადამიანებს ვუსმენთ იმიტომ, რომ პასუხი გავცეთ და არა იმიტომ, რომ გავიგოთ.
ჩვენ რომ ერთმანეთის და საკუთარი თავის მოსმენა ვისწავლოთ, აქედან დაიწყება ყველაფერი. თუ ამას გავაკეთებთ, სამყაროში არანაირი უთანხმოება, კონფლიქტი აღარ მოხდება.
შეიძლება იყოს უთანხმოებას, მაგრამ ეს არ გადაიზრდება კონფლიქტში და ომში, რადგან ამ განსხვავებულობას მივიღებთ, პატივს ვცემთ ამ განსხვავებულობას“, - ამბობს საშა კაცმანი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ: