Digest Logo

„სასწაულად მოუხდა ამ გოგოს ტელეწამყვანობა, ანათებს“ - მაკა ზამბახიძე ახალ ფოტოს აქვეყნებს

1750745414
მაკა ზამბახიძე

მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს. მაკა მართალია სოლო კარიერით განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა ჯგუფიც ხშირად ატარებს კონცერტებს.

ამჯერად მან სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გაავრცელა, რომელიც გადაცემის „ვინ ვინ არის“ ჩაწერის დროსაა გადაღებული.

ცნობისთვის, გადაცემას ახალი წამყვანი ჰყავს, რუსკა მაყაშვილი მომღერალმა მაკა ზამბახიძემ ჩაანაცვლა. მომღერლის ახალმა ამპლუამ, საზოგადოების დადებითი შეფასება დაიმსახურა და უამრავ თბილ კომენტარსაც უწერენ მას.