Digest Logo

🎥 „ხშირად მთხოვენ მეკვლეობას, სულ ვარიდებ თავს ამ პასუხისმგებლობას“ - რა საახალწლო რიტუალები აქვს ნანული სარაჯიშვილს

16/12/2024 • 14:04
ნანული სარაჯიშვილი

სულ მალე ახალი 2025 წელი დადგება. როგორ ხვდება ყველასთვის საყვარელი მსახიობი დღესასწაულს და რა საახალწლო რიტუალები აქვს მას - ამ თემაზე გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა. 

ნანული სარაჯიშვილის თქმით, მისი მთავარი ტრადიციაა, რომ ახალი წლის ღამეს სახლში ყოფნა დაიბედოს.

„ძალიან დიდხანს მჯეროდა თოვლის ბაბუის. 

მეკვლე შვილიშვილები არიან ხოლმე, ახლა ისეთი ახალი წელი მაქვს, რომ აქ არ არიან ბავშვები, საზღვარგარეთ არიან და ცოტა მოწყენილი ვიქნები. 

სხვათა შორის ხშირად მთხოვენ მეკვლეობას, სულ ვარიდებ თავს ამ პასუხისმგებლობას, რადგან რა ვიცი, რაღაც ისე რომ არ წაუვიდეთ საქმე, მერე მე არ დამაბრალონ. 

ახალ წელს აუცილებლად უნდა შევხვდე სახლში, მერე უკვე გავდივარ ხოლმე. იყო პერიოდი, ამბობდნენ არ შეიძლება სახლში რომ არ შეხვდე ახალ წელსო. მხიარულად უნდა შევხვდეთ, ასე ნათქვამი ისეთი წელი გექნებაო“, - ამბობს ნანული სარაჯიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა უნდა გააკეთოთ 15 დეკემბრის სავსემთვარეობაზე სიმდიდრის მოსაპოვებლად

„დედამიწას ეყოლება ერთიანი მსოფლიო მთავრობა, 23-ე საუკუნეში „პოლიტიკა“ როგორც ასეთი, საერთოდ გაქრება“ - ერთწლიანი ლეთარგიული ძილის შემდეგ დაწერილი მომავლის წინასწარმეტყველება

გუდაურში 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს