Digest Logo

ხვალიდან ტრანსპორტიც იმუშავებს და მოლებიც გაიხსნება

1614361302
ტრანსპორტი და მოლები

შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის ფარგლებში მთავრობის გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა დაშვებული იქნება.

25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება;

8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება.
ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ შაბათ-კვირის გარდა;25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება;

1-ლი მარტიდან კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;

1-ლი მარტიდან ფუნქციონირებას აღადგენენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირების პირობით;

15 მარტიდან განაახლებენ მუშაობას სპორტული დარბაზები უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების აუდიტორიებში ჩატარებას შეძლებენ 1-ლი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება 15 მარტიდან;

15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები;

1-ლი მარტიდან საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძელებენ; კომენდანტის საათი ძალაში რჩება.

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს.