Digest Logo

ხვიჩა და ნიცა ჯვრისწერისთვის ემზადებიან - როდის გეგმავს წყვილი ქორწილს?

1679571516
ხვიჩა და ნიცა

ცნობილი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რჩეულზე ნიცა თავაძეზე ქორწინდება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტო, სადაც  ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან, ნიცა თავაძესთან და ოჯახის წევრებთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა, წყვილი ილია მეორემ პირადად მიიღო და დალოცა.

როგორც მამა შალვა კეკელიამ  „დაიჯესტს“ განუცხადა წყვილი ჯვრის წერისთვის ემზადება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. 

„ძალიან გახარებულები იყვნენ ხვიჩა და მისი მშობლები. მისი საცოლე საოცარი გოგონაა, ასევე იყვნენ ნიცას მშობლები და ხვიჩას ძმა. პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყნის სიამაყე. წყვილი ჯვრისწერას აპირებს და პატრიარქმა ჯვრის წერისთვის მაცხოვრის ხატი გადასცა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ, მარხვის შემდეგ ჯვარს დაიწერენ“, - ამბობს მამა შალვა. 

ასევე, სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელია აქვეყნებს ფოტოს, სადაც მას ნიშნობის ბეჭედი უკეთია. 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘Mercedes-Benz G-Class-იდან მეტრომდე - ბექაური ლაქშერული ცხოვრების მიუხედავად მეტროთი მგზავრობს

🔵„ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა“ - რას წერს ქეთევან დუმბაძე

🎥 „ისე მიყვარდა, რომ ყველაფერს ვიტანდი“ - მარინა კარპი და გიგი დედალამაზიშვილი ერთმანეთის შესახებ