
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ გოლით გახსნა – „ატალანტას“ წინააღმდეგ გატანილი ბურთით პსჟ-ს დამაჯერებელ გამარჯვებაში (4:0) გადამწყვეტი როლი ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
პსჟ-ს ქართველი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. 39-ე წუთზე „ატალანტას“ ეფექტური დარტყმით გაუტანა.
კვარაცხელია „ატალანტასთან“ შეხვედრაში საუკეთესოდ თავად მატჩის ორგანიზატორმა დაასახელა.
გარდა ამისა, საუკეთესო მოთამაშედ აღიარა ანალიტიკურმა ვებგვერდმა WhoScored-მაც, რომელმაც მისი თამაში 8.9 ქულით შეაფასა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: 1tv.ge