საქართველოს ნაკრებისა და იტალიის „ნაპოლის“ ნახევარმცველს, ხვიჩა კვარაცხელიას პირადი ცხოვრება ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება.
ახალგაზრდა ფეხბურთელის რჩეული ნიცა თავაძეა, რომელიც გამომწერებს სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საინტერესო ფოტოებს მათი პირადი ცხოვრებიდან.
წყვილის გულშემატკივრები, მათ იმდენად ყურადღებით აკვირდებიან, სულ მცირე დეტალიც კი არ გამორჩებათ ხოლმე.
ასე მოხდა 20 მარტსაც, როდესაც ნიცა თავაძემ ინსტაგრამის „სთორიში“ მორიგი ფოტო გამოაქვეყნა.
თუ რით გამოირჩეოდა წყვილის ფოტო სხვა ფოტოებისგან, ამაზე იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი სოციალურ ქსელში წერს.
„კვარას შეყვარებულის, ნიცას სთორი.
ის ნიშნობის ბეჭედია, თუ?“, - წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი.
აღნიშნული ფაქტი ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. სავარაუდოდ, წყვილს უბრალოდ რომანტიკული ვახშამი ჰქონდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი - აუტისტი ბავშვების საოცარი ფრაზები