Digest Logo

„ამ დღეს კოსმიური პორტალი იხსნება და სასწაული ენერგია შემოდის - ჩაუთქვით სანუკვარი ოცნებები“ - მიხეილ ცაგარელი ჯადოსნურ თარიღს ასახელებს

1679295015
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე კვირა კოსმოსში ტრანზიტებით საკმაოდ დატვირთული იქნება, რაც დედამიწაზეც მოახდენს გავლენას. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის  განცხადებით, ამ კვირას ძალიან დიდი ცვლილების მოტანა შეუძლია, პირველ რიგში 21 მარტის ახალმთვარეობაა გამოსაყენებელი, რადგან ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილების ახდენის შანსი მაღალია.

🔵ნანატრი ოცნებების, მისწრაფებებისა და მიზნების ასრულება - აი, რაში დაგეხმარებათ 2023 წლის გაზაფხულის ენერგია

ამასთან ასტროლოგი 22- რიცხვამდე დასვენებას გირჩევთ, შემდეგ კი აქტიური მოქმედებებისკენ მოგიწოდებთ, რადგან იღბლიანობის შანსი 22 მარტიდან მოიმატებს:

„ამ დღეს კოსმიური პორტალი იხსნება და სასწაული ენერგია შემოდის, ეს მოხდება 21 მარტს, დღეღამტოლობაზე და დიდი რაოდენობით სინათლე შემოვა დედამიწაზე, ამ დღის შემდეგ სინათლე იმარჯვებს სიბნელეზე და აბსოლუტურად ყველა გამოვფხიზლდებით, დედამიწაც გადადის დადებით ენერგოველში და ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება კარგი პერიოდი. ასევე საუკეთესო პერიოდია ლოცვისთვის, შენდობისთვის და პატიებისთვის, ჩაუთქვით თქვენი სანუკვარი სურვილები, იმიტომ რომ ასეთი დღე წელიწადში სულ 4-ია და ამ დღის ენერგიის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.

პარასკევს პლანეტა პლუტონი 11 ივნისამდე მერწყულში გადადის, ეს იმას ნიშნავს რომ უნდა დააკვირდეთ პარასკევიდან 11 ივნისამდე რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში, ვინაიდან ეს მოვლენები იქნება შემდეგი 20 წლის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში “, - განუცხადა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტს“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ტურიკა კარგად იქნება. ბოლო-ბოლო ეგეთები გადაუტანია?! მე ის უფრო მაფიქრიანებს, თქვენ რა გეშველებათ“ - დავით გორგილაძე

🔵„სულ მეუბნებოდნენ, როდესაც გოგონები გამიჩნდა, არ იცი, წინ რამხელა ბედნიერება გელოდებაო...“ - გია ბაღაშვილი შვილებზე

🔵„ისევ მოვბრუნდი. ამჯერად მართლა უკანასკნელად...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე