
ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ლიონელ მესის კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება. შეხვედრა 2025 წლის 29 ივნისს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება, სადაც კვარაცხელიას გუნდი პარიზის „პსჟ“ ლეო მესის „ინტერ მაიამის“ შეხვდება.
ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე სანატრელი დაპირისპირებაა - ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავის და მსოფლიო ჩემპიონი არგენტინელის მეორე შეხვედრა, რაც ფეხბურთის ისტორიაში უკვე იწერება.
🏆 პირველი შეხვედრა 2023 წელს შედგა, რომლის შემდეგაც ხვიჩამ მესიზე კომენტარი გააკეთა:
„ოქროს ბურთის გადაცემის ცერემონიაზე ლიონელ მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ სარეკლამო პაუზისას ადგილზე დავრჩენილიყავით.
უცებ, მესი ადგა და ჩემკენ წამოვიდა, ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი ჩამომართვა და თავის ადგილზე დაბრუნდა. საოცარი გრძნობაა, როცა ამხელა ფეხბურთელი დგება და გამარჯობის სათქმელად შენთან მოდის. მაგარი პიროვნებაა. ძალიან ვაფასებ“, – ვკითხულობთ სერია „ლეგენდების“ წიგნში - „ლიონელ მესი“.
22 წლის ხვიჩა კვარაცხელია ლეგენდარულ ლიონელ მესის პირველად 2023 წლის 30 ოქტომბერს, პარიზში, „შატალეს“ თეატრში შეხვდა - ეს დღე შემთხვევით არჩეული არ ყოფილა: სწორედ ამ დღეს დაიბადა დიეგო მარადონა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საოცარი ხარ...“ - ეკო ფანგანი მოგზაურობიდან ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕„გაუმარჯოს ლეგენდას!...“ - ნინი შერმადინი ილია თოფურიას გამარჯვებას ულოცავს
წყარო: 1tv.ge