ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ წლის პირველი ტიტულისთვის „მარსელს“ დაუპირისპირდა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „პსჟ“-მ იმარჯვა და საფრანგეთის სუპერთასი აღმართა.
ლუის ენრიკეს გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და მე-10 წუთზე უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა. ხვიჩა კვარაცხელია პარიზელებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, დაცვაშიც კარგად თამაშობდა და შეტევაშიც.
ქართველი 72-ე წუთზე შეცვალეს და ამის შემდეგ „მარსელმა“ თამაში შემოატრიალა. შეცვლაზე შესული პიერ-ემერიკ ობამეიანგის გადაცემით 76-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მეისონ გრინვუდმა პენალტი მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე ვილიან პაჩომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „მარსელი“ დააწინაურა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „პსჟ“-მ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ბარკოლას პასით გოლი გაბრიელ რამოშმა გაიტანა - 2:2.
დებულების მიხედვით, საფრანგეთის სუპერთასის მატჩში დამატებითი დრო არ დანიშნულა - „პსჟ“-მ შეასრულა (4:1) და საფრანგეთის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მეოთხედ გახდა. მატჩის გმირი „პსჟ“-ს მეკარე ლუკას შევალიე იყო, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია.