ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს მიმდინარე სეზონის მეოთხე ტურში„კალიარის“ ესტუმრა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
ანგარიში „ნაპოლიმ“ ჯოვანი დილორენცოს გოლით, მე-18 წუთზე გახსნა. შეხვედრის მეორე ნახევარში კი გოლი კვარაცხელიამ, რომერო ლუკაკუს პასით გაიტანა. 4 წუთში მოწინააღმდეგის კარი თავად ლუკაკუმ, უკვე კვარაცხელიას გადაცემით აიღო. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 93-ე წუთზე ალესანდრო ბონჯორნომ გააფორმა.
ამ დროისთვის „ნაპოლი“ 9 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილი თურქეთის სანაპიროზე გადაღებულ პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს
⭕როგორ მოვამზადოთ ბავშვი სასკოლოდ სტრესისა და ტრავმების გარეშე - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს