ყოფილი ფეხბურთელი და თბილისის მერი კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
მისი თქმით, კვარაცხელიას აქვს დიდი ნიჭი და შესაძლებლობა. კახა კალაძე ამბობს, რომ ისურვებდა ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში ეხილა ახალგაზრდა ფეხბურთელი. თბილისის მერმა ქართველ ფეხბურთელებს წარმატება უსურვა.
„კვარაცხელიას აქვს უდიდესი შესაძლებლობა და უდიდესი ნიჭი. როგორც ჩემს პატარა მეგობარს ვუსურვებდი, რომ ძალიან მალე ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში მენახოს, მინდა გულწრფელად წარმატებები ვუსურვო ყველა ფეხბურთელს. მე ვიამაყებ და ძალიან გამიხარდება თუ ქართველი ფეხბურთელები შეძლებენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ეს არის ძალიან მაგარია სპორტისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და პატარებისთვის“, - ამბობს კახა კალაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: