Digest Logo

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „რენი“ დაამარცხა

1741500493
ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში სტუმრად „რენი“ 4:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.

კვარაცხელია მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, იმ დროს, როცა პარიზელები ბრედლი ბარკოლასა (27) და გონსალო რამოშის (50) გოლებით 2:1-ს იგებდნენ. კვარაცხელიას მიერ განვითარებული შეტევა 90+1-ე წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ დემბელეს გაუგრძელა, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა. ორ წუთში დემბელემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

25 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 65 ქულა აქვს და საფრანგეთის ლიგა 1-ის ლიდერია. ლუის ენრიკეს გუნდი მეორეადგილოსან „მარსელს“ 16 ქულით ასწრებს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„საუკეთესო მომენტები ყოველთვის ოჯახთანაა“ - ილია თოფურია ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥 „გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული მისი აქ ყოფნა“ - ზურაბ გურიელიძე ცნობილ ბოკვერის ჯანმრთელობაზე