
UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია პირველი საერთო შვილის მშობლები ცოტა ხნის წინ გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს.
ჯორჯინასთვის ეს პირველი შვილია, ილიას კი პირველი ქორწინებიდან უკვე ჰყავს ვაჟი.
წყვილი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და გამომწერების მხრიდან ხშირად იმსახურებენ უამრავ თბილ კომენტარებს.
ამჯერად ილია ახალ ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს რომ მან მეუღლესთან და შვილებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარა.
„საუკეთესო მომენტები ყოველთვის ოჯახთანაა“, - წერს ილია თოფურია.
ფოტოებმა უამრავი მოწონება დაიმსახურა.
„საუკეთესოები“,
„ბედნიერი დღეები არ მოგკლებოდეთ“,
„ილია საამაყო ბიჭი ხარ“,
„იხარეთ“, - წერენ კომენტარებში.
ნახეთ ფოტოები 👇
View this post on Instagram
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: