ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის პირველ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადში მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მის ტრავმაზე ინფორმაცია ვრცელდებოდა.
პარიზული გუნდის ქართველმა თავდამსხმელმა ფეხი თამაშამდე ორი დღით ადრე ვარჯიშზე იტკინა, თუმცა „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ის მატჩისთვის გუნდთან ერთად ემზადება.
„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით, დედაქალაქურ დერბიში, „პარიზს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა ოცნება ჰქონდა ილია მეორეს, სანამ პატრიარქი გახდებოდა - ემოციური ჩანაწერი
⭕ძირითადი ამბები 2026 წელს გეოპოლიტიკური კუთხით - გიორგი ლობჯანიძე
წყარო: 1tv.ge