Digest Logo

ძირითადი ამბები 2026 წელს გეოპოლიტიკური კუთხით - გიორგი ლობჯანიძე

1767513815
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს პოლიტიკურ მოვლენებზე წერს:

„არ მსურდა ჯერ ამის დაწერა, თუმცა დიდი თხოვნიდან გამომდინარე ამ პოსტში შევეხები მიმდინარე წლის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გეოპოლიტიკურ საკითხებს. 2026 წელი საკმაოდ რთულად დაიწყო, მაგრამ მთავარი გარდამტეხი მოვლენები სწორედ ამ წელზე მოდის.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სპეცოპერაცია ჩაატარა ვენესუელაში მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ და დაიბომბა მთავარი სტრატეგიული სამხედრო ობიექტები, საბადოები და სხვა. ფაქტობრივად, მადურო განეიტრალებულია, დიდი ალბათობით მის ადგილს მთავარი კანდიდატი „მარია კორინა მაჩადო” დაიკავებს.

სტრატეგიულად ტრამპის სურვილია მთელ ჩრდილო და ლათინო-ამერიკაზე კონტროლის დამყარება, ამით მთლიან სოციო-ეკონომიკურ ბერკეტებს მიუმაგრებს აშშ-ს კაბინეტს და ეცდება რუსულ-ჩინური ინტერესების ბლოკადაში მოქცევას.

სიმართლე ვთქვათ, მადუროს დღეები ისედაც დათვლილი იყო, მაგრამ ამ ნაბიჯით აშშ მაქსიმალურად იხეირებს, ორი აზრის გარეშე ახალი კადრი მათი პოლიტიკის გამტარი იქნება.

დღეს დონალდ ტრამპმა მექსიკასაც წაკბინა და თქვა: „მექსიკას ნარკოკარტელები მართავენ, რაღაც უნდა გაკეთდეს მათთან მიმართებით“. ვინ იცის მომდევნო ქვეყნები - კუბა, კოლუმბია და მექსიკა შეიძლება იყოს.

რაც შეეხება მეორე და მთავარ საომარ ესკალაციას, აქ ვითარება კიდევ უფრო მეტად დაძაბული და რადიკალურად განსხვავებულია:

მოგეხსნებათ, გასული წლის ზაფხულში ამ ორ ქვეყანას შორის 12-დღიანი საომარი მოქმედებები იყო (იგულისხმება ირანი და ისრაელი) გაჩაღებული და რადგანაც ჩემი ერთ-ერთი სფეროა სოციალური ფსიქოლოგია, რომლიდანაც მრავალი წლის განმავლობაში მქონდა შეხება ქართველ თუ უცხოელ პოლიტიკოსებთან, აგრეთვე ექსპერტებთან, ყველა შევთანხმდით, რომ ნაღმი ბოლომდე არ იყო აფეთქებული და ეს განახლდებოდა.

სწორედ ამ ომის განხილვაზე ვმუშაობდი მეც.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რადიკალურადაა დაძაბული ვითარება ირანში. ირანის დიდი მეგაპოლისები არეულობამ და საპროტესტო ტალღამ მოიცვა.

12-დღიანი ომის დასრულებისთანავე სპარსელებმა შეძლეს და ძირფესვიანად აღადგინეს საბრძოლო სტრუქტურა, მათ შორის რეკორდული რაოდენობითაა გაზრდილი ბალისტიკური რაკეტების წარმოება, მთავარი იმპორტიორი კი ჩინეთია. ფაქტობრივად, ირანი ახლა ჩინეთზე ბოლომდეა გადართული და რუსული ტექნიკა ჩინური არსენალითაა ჩანაცვლებული.

ეს არ გამოჰპარვიათ თვალდახედვიდან ნეთანიაჰუს და მის გუნდს, ხოლო რამდენიმე დღის წინ მას შეხვედრა ჰქონდა ამ თემაზე ტრამპთან, ძია სემისგანაც თანხმობა მიიღო იმ პირობით რომ თუ ირანი არ შეზღუდავს იარაღის წარმოებას და ატომის დამზადებას, მაშინ მალევე გადავლენ მოქმედებაზე.

საქმე კი იქით მიდის და ყველა წინაპირობაა იმისა, დაიწყოს მეორე რაუნდი, რადგანაც ირანი უბრალოდ არ შეწყვეტს ქიმიური ნაერთების დამზადებას, ეს ეგზისტენციალური კრიზისის ტოლფასია აშშ-სა და ისრაელისთვის, რაც თავისთავად ზრდის ომის რისკებს.

ამ ომზე მიუკერძოებლობის ხერხს მიმართეს ევროპის რიგმა ქვეყნებმა და იმედი მაქვს საქართველოც ასე მოიქცევა.

ეს ომი ფართო ჭრილში რომ ვიმსჯელოთ არის ჩინეთ-ამერიკის ინტერესები, რადგან ჩინეთს არ აწყობს ახალი მოთამაშე და მით უმეტეს ამერიკის მეგობრის გამეფება ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ ყველანაირად იღონებენ ეს ქვეყნები რომ ე.წ. პროქსი ძალებით დაეჯახონ ერთმანეთს.

პირადად მე არანაირი სენტიმენტები არ გამაჩნია ირანული მხარისადმი, თუმცა ვისაც ის გგონიათ რომ ამერიკა და ისრაელი ფუშფუშა კაბების რევოლუციას დაგპირდებათ ძალიან ცდებით, ერთ ვაის მეორე ვუი შეცვლის და ეს წარმოშობს მეტ ქაოსს. თვითონ ებრაული ინტერესებია აქ უდიდესი პრობლემა, ესაა ომი ორ ფრონტზე, სადაც თავში დგას მრწამსი და დაბლა პლაცდარმად ეკონომიკა.

ახლო აღმოსავლეთში მუდამ ასეა, მაგ მიწაზე ომი ხდება რელიგიური მოტივებით, ეს ომიც ამ ნიადაგს ემსახურება, ყველა ლოგიკურად მოაზროვნე ექსპერტი ამას ამბობს და ამას ვამბობდი თავში მეც.

დანარჩენს ამ წლის განმავლობაში ვიხილავთ ერთად ყველაფერს. თუმცა, ამ ტემპით თუ წავიდა მოვლენები, ნამდვილად გადაუდებელ ამბად მოინათლება.

რიგშია ჩინეთ-ტაივანის და რუსეთ-უკრაინის ომის გადამწყვეტი ნაბიჯები.

ასეთი იქნება ძირითადი ამბები 2026 წელს გეოპოლიტიკური კუთხით, სხვა დანარჩენს რა მნიშვნელოვანი სიახლეებიც იქნება მოგაწვდით პერიოდულად.

მშვიდობიან დღეებს გისურვებთ ყველას, ვინც ცხელ წერტილში ხართ ქართველები“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შეიძლება მიიღო პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებდა...“ - 4 იანვრის ასტროპროგნოზი

⭕„კანონზომიერება მის ხელშია — ეს არის იესო ქრისტე“ - თეოდორე გიგნაძე

⭕„არ გირჩევთ თმის შეჭრას...“ - რა უნდა გავითვალისწინოთ მთვარის მეთექვსმეტე დღეს?