
ტელეწამყვანისა და იუმორისტის გიორგი გაბუნიას ქალიშვილი კირა, ბოლო დროს მამამისთან ერთად ხშირად ჩნდება. პატარა კირა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს.
გიორგი გაბუნია ამჯერად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ცოლ-შვილზე ისაუბრა:
„მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ადრეული ასაკიდან მომიწია ფიქრი ოჯახზე. შესაბამისად, როცა მე და ნინი დავოჯახდით ჩემთვის არა ახალი იყო, რადგან მანამდე პასუხისმგებლობები მქონდა იქ დედა, ბებიები, ბაბუა, პატარა და, და დავიტვირთე ამ ამბით თავიდანვე.
ნინის მამა, მამაჩემი და დედაჩემი არიან კლასელები. ერთად ვიყავით ოჯახებით, მერე „გეპეისთან“ საღამოს შევხვდით ერთმანეთს. ფინანსურად რთული პერიოდი მქონდა და ერთ-ერთ მაღაზიაში ლობიანის ფასი 8 საათის შემდეგ ნახევრდებოდა და მე და ჩემი მეგობარი იქ ვიდექით, ველოდებოდით.
იქ მოვიდა ნინი, ლამაზი, გამოპრანჭული გოგო. გავცვალეთ ნომრები და ისე მომეწონა, მეორე დღეს ეგრევე მივწერე როგორ ხარ - მეთქი და მოჰყვა ასეთი გაგრძელება.
კირა ვერ ამბობს გაბუნიას, ამიტომ დაეწერა „ტიკტოკზეც“ ბაბუნია და შეერქვა. კირას დაბადების შემდეგ დავიწყე ექიმებთან სიარული, თავის მოვლა… მინდა, რომ კარგად ვიყო და კირას დედ-მამიშვილებსაც დიდხანს ვუყურო“, - ამბობს გიორგი გაბუნია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დიალოგი“ - გიორგი კეკელიძე შვილის უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს
⭕ლაშა ბექაური თევზაობიდან ფოტოებს გვიზიარებს - „რა ნავარჯიშები ტანი გაქვს, ჩვენო ჩემპიონო“