
„ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ერთად ჩავრთეთ დრონები, რომლებიც მიმართულებაზე დაზიანებას აღმოაჩენენ ოპერატიულად, რომ მოხდეს მაღალმთიან რაიონებში ელექტროენერგიის აღდგენა“, - ამის შესახებ თავდაცვის ძალების დასავლეთის მიმართულების სარდალმა კობა გრიგოლიამ გურიაში დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამაშველო ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.
„თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, შს სამინისტროს სამაშველო სამსახურთან ერთად მიდიან ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე, რისი დავალებაც მოდის საკოორდინაციო საბჭოდან. ასევე, დამატებით შემიძლია განვაცხადო, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ერთად ჩავრთეთ დრონები, რომლებიც მიმართულებაზე დაზიანებას აღმოაჩენენ ოპერატიულად, რომ მოხდეს მაღალმთიან რაიონებში ელექტროენერგიის აღდგენა“, - აღნიშნა გრიგოლიამ.