მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარი იყო, სადაც მან წლების წინ მომხდარი ყაჩაღობის ამბავი გაიხსენა, რაც მის ოჯახში დატრიალდა.
„ჩემი ოჯახი კარგად ცხოვრობდა, მაგრამ ფული სახლში არ გვქონია, მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ ყველაფერი გვქონდა.
მანამდე 10 დღით ადრე მოვხვდი საკმაოდ მძიმე ავარიაში, შუბლი მქონდა გახეთქილი და ფეხზე ტრავმა. მამაჩემმა როცა ჭუჭრუტანაში გაიხედა, ჩემთან მოსული მნახველები ეგონა. გამოაღო კარი და დაინახა 4 ნიღბიანი ადამიანი და პირველივემ შემოყო ტეტე, გულზე დაადო და გააღეო უთხრა.
გახსნეს სამივე ავტომატი და ოთახში რა ხდებოდა ვერ გეტყვით, ოთახში ადგილი აღარ იყო იმდენი ტყვია ეყარა.
ვხედავ, მამაჩემი ძირს გდია, კიდევ კარგი ორივე ფეხში მოხვდა“, - ამბობს ზაზა ხუციშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 საიდან მოდის ხალხური გამონათქვამი - ნინიას ბაღი კი არ არის