Digest Logo

კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა

1649690515
კოტე თოლორდავა

მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 1979 წლის 13 მაისს დაიბადა.  მას ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე ათონელზე.

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ შესრულებული დიტო შარაშენიძის როლით.

2014 წელს მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფაქტებზე დაფუძნებულ ფილმში „ვინ მოკლა ილია“, სადაც ილია ჭავჭავაძის როლი ითამაშა. მსახიობობის პარალელურად პალიტრა TV-ზე, მეუღლესთან განო მელითაურთან ერთად, მიჰყავდა გადაცემა „განო და კოტე“.

კოტე თოლორდავა 2015 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„უსაყვარლესი და უმაგრესი“ - მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძისა და მათი საერთო შვილის ფოტოს აქვეყნებს

🔵„სანამ ჩემი გული ფეთქვას, ის მთელ სამყაროს გაუნაწილებს შენს სიყვარულს“ – ბუჩაში მოკლული ქალის შვილი საქველმოქმედო ფონდს აფუძნებს

🔵„უმადურო ქართველებო...“ - რატომ გაბრაზდა ნუგზარ სულაშვილი