Digest Logo

🎥 „კოცნა და ხელის მოხვევა რომ იციან ახლა, სანამ არ წამიყვანა ცოლად, დავიფიცებ არ უკოცნია... მქონდა ნაწნავები და მაგით მოვეწონე“ - გია ჯაჯანიძის დედის სიყვარულის ისტორია

1751572202
გია ჯაჯანიძის დედა

გადაცემაში „სხვა რაკურსი“ სტუმარი, გია ჯაჯანიძის დედა იყო, რომელმაც ცხოვრებასა და წამყვანის ბავშვობაზე ისაუბრა. მაყურებელმა თბილი და ემოციური საუბარი მოისმინა, სადაც ჯაჯანიძის პირადი ცხოვრების შესახებ აქამდე უცნობი დეტალები პირველად შეიტყო.

გარდა ამისა, ტელეწამყვანის დედამ სიყვარულის და გათხოვების ისტორია გაიხსენა:

„კოცნა და ხელის მოხვევა რომ იციან ახლა, სანამ არ წამიყვანა ცოლად, დავიფიცებ არ უკოცნია. მქონდა ნაწნავები და მაგით მოვეწონე. 

ვბარავდი, ვშრომობდი, მითხრა გაცხოვრებ ჭიათურაშიო, არაფერს გაგაკეთებინებო და ამან გამაბრიყვა. 20 წლის ვიყავი, უკვე ისე ვიყავი გადაღლილი. 

ბიძაშვილმა მითხრა ფეხსაცმელი მინდა ვიყიდო ქუთაისში და გამომყევიო. წავყევი მატარებლით, გავიხედე და დემური შემოვიდა ვაგონში, ხომ არ ჩამოვიდოდი გაქანებული მატარებლიდან. ცოტა გამიხარდა. წავედით, ვიყიდეთ ფეხსაცმელი, წაგვიყვანა, გვასადილა, იქიდან რომ წამოვედით, გვიან მოვედით ჭიათურაში. ტრანსპორტი არ იყო და თქვა, ჩემთან წამოდითო. გადავირიე, სად უნდა წამოვიდე -მეთქი. ელენამ თქვა ახლობელი მყავს და იქ წავიდეთო და მოგვყვება დემურიც, ვუთხარი ეს რატო მოგვყვება მეთქი, ვნერვიულობდი არ წამიყვანოს -მეთქი. მამაჩემი ნერვიულობდა, ჩემს შვილს იმდენი გონება თუ არ აქვს შენ გამოგვყვეს, მაშინ წამოგყვესო“, - იხსენებს გია ჯაჯანიძის დედა. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მენატრებოდა სკოლაში რომ წავსულიყავი, არ მიშვებდნენ, რადგან სახლში ვმუშაობდით, გაჭირვება იყო“ - გია ჯაჯანიძის დედა ბავშვობას იხსენებს

🎥 „ბედნიერების გზა დიდხანს ვეძებე და ვიპოვე ჩემი შრომით, ადამიანების პატივისცემით, მადლიერებით, თავმდაბლობით და სიყვარულით“ - გია ჯაჯანიძის ემოციური მონოლოგი

„უსაყვარლესი წყვილი“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ნოე სულაბერიძესთან ერთად პოზირებს