Digest Logo

🎥 „ბედნიერების გზა დიდხანს ვეძებე და ვიპოვე ჩემი შრომით, ადამიანების პატივისცემით, მადლიერებით, თავმდაბლობით და სიყვარულით“ - გია ჯაჯანიძის ემოციური მონოლოგი

1751570368
გიორგი ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

გადაცემა „სხვა რაკურსი“ სწორედ გია ჯაჯანიძემ საკუთარი ემოციური მონოლოგით დაიწყო:

„ათასჯერ მითქვამს, რომ ბედნიერი ვარ, ეს ბედნიერების გზა დიდხანს ვეძებე და ვიპოვე. ვიპოვე ჩემი შრომით, სწავლით, ადამიანების პატივისცემით, კეთილ ადამიანებთან ურთიერთობით, მადლიერებით, თავმდაბლობით და სიყვარულით. 

უპასუხოდ დავტოვე ყველა ადამიანი, ვინც ბოროტება ჩაიდინა ჩემს მიმართ, არასდროს გადამიხდია სამაგიერო მისთვის, ვინც გზაზე გადამეღობა, არასდროს ვსაუბრობ ცუდს მასზე, ვინც მერჩის და მლანძღავს. მე არ ვიღებ იმას, რაც ჩემი არ არის და არ მეკუთვნის. მშვიდად და ჩუმად მივდივარ მათგან. არასდროს ვჩქარობ, მიყვარს ლოდინი და ამ დროს ღმერთი ყოველთვის, ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს ხოლმე. 

დღიურში ყოველდღე ვწერდი რას ვაკეთებდი. 

ძალიან მინდა ყველას, ყველას ვუყვარდე“, - ამბობს გია ჯაჯანიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„უსაყვარლესი წყვილი“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ნოე სულაბერიძესთან ერთად პოზირებს

ფრინველის გრიპით გარდაცვალების მეექვსე შემთხვევა კამბოჯაში - გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება!

🎥 „ტ@@კი უფრო გამეზარდა, ვიდრე მუცელი... ბენს ვუთხარი, თუ გოგო უნდა, შეუძლია ახალი ცოლი მოიყვანოს და გააჩინოს“ - ნუკი კოშკელიშვილი ორსულობაზე