Digest Logo

„მენატრებოდა სკოლაში რომ წავსულიყავი, არ მიშვებდნენ, რადგან სახლში ვმუშაობდით, გაჭირვება იყო“ - გია ჯაჯანიძის დედა ბავშვობას იხსენებს

1751571027
გია ჯაჯანიძე

გადაცემაში „სხვა რაკურსი“ სტუმარი, გია ჯაჯანიძის დედა იყო, რომელმაც ცხოვრებასა და წამყვანის ბავშვობაზე ისაუბრა. მაყურებელმა თბილი და ემოციური საუბარი მოისმინა, სადაც ჯაჯანიძის პირადი ცხოვრების შესახებ აქამდე უცნობი დეტალები პირველად შეიტყო. 

გარდა ამისა, ტელეწამყვანის დედამ საკუთარი ბავშვობა გაიხსენა:

„ახლა რომ არიან ბავშვები, მაშინ ასე სად იყო. დედაჩემი მუშაობდა, მენატრებოდა სკოლაში რომ წავსულიყავი, არ მიშვებდნენ, რადგან სახლში ვმუშაობდით, გაჭირვება იყო. დედა ფერმაში მუშაობდა და იმას ვეხმარებოდი, სახლში 6 შვილი ჰყავდა, სწავლა მინდოდა და სახლიდან ვიპარებოდი. 

სად იყო თამაშის დრო, სულ ვმუშაობდით. არ არსებობდა დედას და მამას რამე ეთქვა და არ გაგვეკეთებინა. 

მკაცრად არ ვიზრდებოდი, ხათრი გვქონდა. არც გალახვა იყო. 

მამაშენმა კლუბში, კინოში გამიცნო. ახლა რომ ტელეფონებია, მაშინ კი არ იყო, დადიოდა გორაზე ჩვენს მაღლა და სარკით მოაჭყიტებდა ფანჯარაში და ამით ვხვდებოდი, რომ უნდა გავსულიყავი“, - იხსენებს გია ჯაჯანიძის დედა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბედნიერების გზა დიდხანს ვეძებე და ვიპოვე ჩემი შრომით, ადამიანების პატივისცემით, მადლიერებით, თავმდაბლობით და სიყვარულით“ - გია ჯაჯანიძის ემოციური მონოლოგი

„უსაყვარლესი წყვილი“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ნოე სულაბერიძესთან ერთად პოზირებს

ფრინველის გრიპით გარდაცვალების მეექვსე შემთხვევა კამბოჯაში - გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება!