Digest Logo

კრიმინალური ვენდეტა ოზურგეთში - რა წერია წერილში, რომელიც დაჭრილის საძინებლიდან ამოიღეს

1663083415
ვენდეტავენდეტა

სამძებრო ოპერაცია გურიაში - პოლიცია განზრახ მკვლელობის  მცდელობაში ბრალდებულს მთელი ქვეყნის მასშტაბით  ეძებს, თუმცა სავარაუდო დამნაშვის კვალს, რომელმაც 54 წლის კაცს სამართებლით ათობით ჭრილობა მიაყენა, ჯერ ვერ მიაგნეს.

გავრცელებული ცნობით დაჭრის მოტივი შურისძიებაა, თუმცა საქმე შესაძლოა თავდაყირა იმ წერილმა დააყენოს, რომელიც „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ექსპერტ კრიმინალისტებმა დაჭრილის საძინებელი ოთახიდან ამოიღეს.

დაჭრილი მამაკაცი წერს, რომ მან ჩვენება მისცა გამოძიებას და თქვა ის, რაც არ უნდა ეთქვა. სწორედ ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება რომ თავი მოეკლა.

თუმცა დაზუსტებით, ვერავინ და მათ შორის ვერც სამართალდამცველები ამბობენ, მისი დაწერილია თუ არა ეს წერილი.

არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნული წერილი სხვა პირმა სახლში მაშინ ჩადო, როდესაც დაჭრილი მამაკაცი მარტო იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ თვითმკვლელობა  არ არის ერთადერთი ვერსია.  ოჯახის ახლობლები ჰყვებიან, რომ მომხდარი შურისძიებას უკავშირდება.

კრიმინალური ვენდენტა ოზურგეთში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

უმძიმესი ჭრილობები კრიმინალური ავტორიტეტის გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას, სახლში მძინარეს  მიაყენეს.

აგრეთვე წაიკითხეთ👇

🎥 ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირი გაათავისუფლეს

🔵„ავტომანქანაში მყოფის მიმართულებით „მაკაროვიდან“ გაისროლა და ადგილიდან მიიმალა“ - ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე

🔵„ჩემი წყაროები ლისიჩანსკში მებრძოლი შენაერთებიდან მეუბნებიან, რომ...“ - მიხეილ სააკაშვილი წერილს აქვეყნებს

წყარო: tvpirveli.ge