საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელი წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად ფეხბურთელების ამჟამინდელ მდგომარეობას ასახელებს.
„საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელები ამჟამად კარგ ვითარებაში არ არიან - კვარაცხელია „პსჟ-ში“ ვეღარ ბრწყინავს, ზურიკოს „სტ.ეტიენი“ ლიგა 2-შია, კაკაბაძე ტრავმირებულია, ჩაკვეტაძე ტრავმირებულია.
ლოჩოშვილმა ბუნდესლიგა 2-ში გადასვლა არჩია, ქოჩორაშვილი „სპორტინგში“ სულ სკამზეა და მეხუთე ოფციაა.
მამარდაშვილი დიდი ხანი „ლივერპულში“ სკამზე იყო, როცა ინდივიდუალურ ფეხბურთელებს კარიერაში საუკეთესო მომენტი არ აქვთ, სანაკრებო ასპარეზზე თავის გამოჩენა რთულია“,- განაცხადა ვილი სანიოლმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შენ სულს ვენაცვალე ჩემო ძმაო, ციდანაც რომ სიკეთეს აკეთებ...“ - რას წერს ნათია ბერიძე
წყარო: lagazzetta.ge