22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ტოპ 5 ლიგაში თამაშის სადებიუტო წელს მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა.
გავლენიანმა სპორტულმა სააგენტომ Fantamaster.it-მა ხვიჩასა და თავის შეყვარებულს - ნიცა თავაძეს საინტერესო სტატია მიუძღვნა.
„კვარაცხელიას შეყვარებულს, რომელიც საქართველოში სამედიცინოზე სწავლის გასაგრძელებლად დარჩა, არ უყვარს საკუთარი თავის საჯაროდ ჩვენება. მას მაქსიმალური კონცენტრაცია სწავლაზე აქვს გადატანილი, მაგრამ ხვიჩას თამაშებზე ხშირად დადის ხოლმე.
როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კვარას შეყვარებული იტალიაში არ გაჰყვა, რადგან საუნივერსიტეტო ვალდებულებები აქვს.
ნიცა თავაძე კვარაცხელიას წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა. დიდი მამაკაცის უკან ყოველთვის დიდი ქალი დგას და ამ შემთხვევაშიც დავრწმუნდით, რომ ეს ნამდვილად ასეა“, - ვკითხულობთ სტატიაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ესეც 68 ახალგაზრდებს ნუ გეშინიათ! მშვენიერი ასაკი ყოფილა“ - მსოფლიო ბანი იუბილარია
🔵„დღეს მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს და ფულის სესხებას“ - მიხეილ ცაგარელი
🔵🎥 კაცი, რომელიც მიწისძვრიდან 138 საათის შემდეგ გადაარჩინეს, მაშველებს ხელზე კოცნის