Digest Logo

„კვარაცხელიას ზედმეტად მიეჯაჭვნენ, მარადონასთან შედარებაც ნაადრევი იყო“ - „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი

1713976792
ხვიჩა კვარაცხელია

„ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი, ფლორო ფლორესი ნეაპოლური კლუბის ამჟამინდელ ლიდერებზე - ხვიჩა კვარაცხელიაზე და ვიქტორ ოსიმენზე საუბრობს.

„ვეთანხმები იმ აზრს, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა თამაშებზე აუცილებლად უნდა იარონ და კრიზისის მიუხედავად, გუნდს გვერდში დაუდგნენ.

უბრალოდ, უნდა მოვერიდოთ ფეხბურთელებზე ზედმეტ მიჯაჭვულობას, მაგალითად მოვიყვან ოსიმენს და კვარაცხელიას.

სკუდეტოს მოგების შემდეგ, კვარაცხელია მარადონას ნაადრევად შევადარეთ, ოსიმენი კი ვან ბასტენს. ვფიქრობ, ბალანსის დაჭერაა საჭირო", - განაცხადა ფლორესმა.

იტალიელი შემტევი „ნაპოლიში“ 2000-04 წლებში თამაშობდა, 62 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„რომელია საუკეთესო ფოტო?... ველი თქვენ პასუხს...“ - ნახეთ, ალექსანდრა პაიჭაძის ცეცხლოვანი ფოტოები

„ფეიკებით”, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას - კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება...

⭕„ექსტრავაგანტური, კლასიკური, გრაციოზული“- გამორჩეული სტილის მქონე 10 ქართველი ქალი

წყარო: lagazzetta.ge