Digest Logo

„კვირის მეორე ნახევრიდან ბუნება ზაფხულის ნამდვილ სახეს დაგვანახვებს“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

1784493302
 კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს გიზიარებს.

როგორც იგი წერს, მომდევნო კვირის მეორე ნახევრიდან საქართველოში დათბება:

„ორი-სამი დღეც ცოტათი შეგვაწუხებს ღრუბლიანობა და ზოგან მცირედად გაწვიმდება, მაგრამ კვირის მეორე ნახევრიდან ბუნება ზაფხულის ნამდვილ სახეს დაგვანახვებს, მზიანი და ცხელი დღეები დაიწყება, ისეთი, რომელიც ამ სეზონს ყველაზე მეტად უხდება.

თითქოს ღრუბლები მხოლოდ მცირე ხნით შემოგვივლიან სტუმრად, შემდეგ კი მზის ოქროსფერი სხივები კვლავ დაიკავებენ ცის სცენას და ზაფხული თავისი სითბოთი და ენერგიით დაგვიბრუნდება“, - წერს კობა ფარტენაძე.

 ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე

⭕ „შესაძლებელია შეხვდეთ ბედისწერით განკუთვნილ ადამიანს“ - რიტუალი დაფნის ფოთლით: თაკო მელიქიშვილისგან

⭕„საუკეთესო წყვილი“ - ევა ბარბაქაძისა და მისი რჩეულის ახალი კადრები შვეიცარიიდან