Digest Logo

ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

1756634039
კლინიკა კლინიკა

ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.

61 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში და სხეულის მრავლობითი დაზიანებით, გუშინ ჯერ არქიმედეს კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლაგოდეხში, 30 აგვისტოს, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მანქანაში დედა-შვილი იმყოფებოდა. ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე დაიღუპა, დედა კი დღეს, დილით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემს ფერად გოგოს გაუმარჯოს, იბედნიერე ანა ბანა შენს ჭოხოებთან ერთად, სამი ჭოხოს გაძლება პატარა ამბავი არ არის“- ნატო გელაშვილი რძალს იუბილეს ულოცავს

⭕„როცა პირველად ლონდონში გადავედი, საერთოდ არავის ვიცნობდი, ყველაფერი ახალი, უცხო, ცივი და ძალიან რთული იყო...“ - რას წერს ლელა მებურიშვილი

⭕ „შეუდარებელი“ - ნინა ცქიტიშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს