
Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია ამავე კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის ტექნიკურ პრობლემასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
„არაფერი პრობლემა არ ყოფილა, როცა აფრინდა თვითმფრინავი ბორბლები არ აიკეცა. იფრინეს, რომ საწვავი დაეწვა თვითმფრინავს და დაჯდა უსაფრთხოდ აეროპორტში. ახლა ჩაასხამენ საწვავს და წავლენ ვენაში. რასაკვირველია შეამოწმებენ ყველაფერს. ლაინერი შემოწმებული იყო, მაგრამ როგორც ჩანს ელექტროდამცველი დაიწვა და არ აჩვენა, რომ ბორბლები არ იყო აკეცილი“, - აღნიშნა ბოკერიამ „ფორმულასთან“ საუბარში.
ბოკერია ამბობს, რომ თბილისიდან ვენის რეისს იგივე ლაინერი შეასრულებს.
„კი იგივე თვითმფრინავი გაფრინდება, რაღათ უნდა სხვა“, - დასძინა ბოკერიამ.
როგორც ცნობილია, ლაინერზე 180 მგზავრი იმყოფებოდა.
Georgian Airways-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელსაც თბილისიდან ვენის მიმართულებით ფრენის დროს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵თბილისის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავი უკან მობრუნდა
🔵VIDEO: მომენტი, როდესაც ლაშა ტალახაძე აუზში ხტება - სახალისო ვიდეო
🔵„სინოფარმის“ ვაქცინით პირველ დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია