საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.
4 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6899 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1499 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1593 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0595 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 5 მაისს შევა ძალაში.