Digest Logo

ლაშა ბექაური 1/8 ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

1791450458
ლაშა ბექაური

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

შეჯიბრებაზე გამოსვლას აგრძელებს ნინო გულბანი (70კგ). ის 1/16-ფინალურ ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელ მაია გოშენს შეხვდება.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕8 ოქტომბრის დღის გზავნილი - „მომდევნო დღეებში იღბალი შენს მხარეს იქნება“

⭕ახალმთვარეობა იწყება, როგორ გამოვიყენოთ მისი ენერგია სწორად და 4 კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ

⭕2027 წლის ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი ცნობილია - ასტროლოგების თქმით, მას წარმატების განსაკუთრებული შანსი ექნება

✕