Digest Logo

ლაშა ბექაური ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

1746035579
ლაშა ბექაური

ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც ბექაური სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს აქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა „თბილისი არენაზე“ საბერძნეთთან და ნაკრებს აქვს შანსი, რომ ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე.

„8 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა „თბილისი არენაზე“ საბერძნეთთან და გვაქვს შანსი, რომ კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენს ნაკრებს სჭირდება ხალხის გვერდში დგომა, ჩვენი დახმარება და ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, მობრძანდით და ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ხელბურთის ნაკრებს“, - აღნიშნავს ლაშა ბექაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ბექა ხოფერია იუბილარია - როგორ მიულოცა ბიზნესმენს ახალმა საყვარელმა ქალმა იუბილე

⭕„ეს ვარდები იმედია კალასგან არის“ - რა ფოტოებს აქვეყნებს მანუ მურღულია?

⭕„ქალი მშვენება და საოცრება“ - ალექსანდრა პაიჭაძის ცეცხლოვანი ფოტოები