Digest Logo

ლაშა გურული და ნინო სალუქვაძე ოლიმპიადიდან სამშობლოში 11 აგვისტოს დაბრუნდებიან

1723271709
ლასა გურული

პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან ქართველი ოლიმპიელები - ლაშა გურული და ნინო სალუქვაძე სამშობლოში 11 აგვისტოს დაბრუნდებიან. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ 11 აგვისტოს, 21:35 საათზე, პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნდებიან ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული და ოლიმპიადის რეკორდსმენი ლეგენდარული ნინო სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 27 წლის ლაშა გურული გახდა მეორე ქართველი მოკრივე, რომელმაც ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ლეგენდარულ ქართველ ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს, ის მსოფლიოში ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც მეათე ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა”, - აღნიშნავს სამინისტრო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უცხო ადამიანი მიადგა ფოტო მინდაო, ესეც გაემზადა და ფოტო გადააღებინა“ - ფოტოს გადასაღებად გამზადებული გიორგი ჩაკვეტაძე, ფოტოგრაფის ამპლუაში აღმოჩნდა

⭕პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 10 აგვისტოს 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი