Digest Logo

ლაშა გურული: თავს ვგრძნობ, როგორც ჩემპიონი, სითბოს ვიღებ ისე, როგორც ჩემპიონი და ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი

1723443599
ლაშა გურული

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული და ოლიმპიადის რეკორდსმენი, ლეგენდარული ნინო სალუქვაძე სამშობლოში დაბრუნდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ოჯახის წევრები, გულშემატკივრები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.

ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ლაშა გურულმა მოკლე განცხადება გააკეთა აღნიშნა, რომ ახარებს ის ფაქტი, ამდენი ხალხის გახარება მოახერხა.

„საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, რადგან თავს ვგრძნობ, როგორც ჩემპიონი, სითბოს ვიღებ ისე, როგორც ჩემპიონი და ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მახარებს, რომ ამდენი ხალხი გავახარე. ასევე, მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი ქალაქი ვასახელე და რუსთავში პირველი ოლიმპიური მედალი მიდის ჩემი სახელით“, - აცხადებს ლაშა გურული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ თბილისში, შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

⭕„ეს დილაა და ცრემლი მახრჩობს, ის ბიჭი, შხელდადან მეხმა რომ ჩამოაცილა, ცას მისი ვალი აქვს...“ - გიორგი კეკელიძე სვანეთში მეხის დაცემის შედეგად გარდაცვლილზე

⭕„ტყიდან გამოვარდა გოლიათი, შევარდა ტალახში და ხალხის გამოყვანა დაიწყო... მეამაყება ვაჟკაცი რაჭიდან, ის არის, აზერბაიჯანის სახელით, რომ ასპარეზობს“ – რას წერს მაკა მუკვანი გიორგი მეშვილდიშვილზე