Digest Logo

„ეს დილაა და ცრემლი მახრჩობს, ის ბიჭი, შხელდადან მეხმა რომ ჩამოაცილა, ცას მისი ვალი აქვს...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე მეხის დაცემის შედეგად დაღუპულ ალპინისტზე

1723439393
გიორგი კეკელიძე

11 აგვისტოს სვანეთში, მთამსვლელი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. 

მომხდარს მწერალი გიორგი კეკელიძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„ეს დილაა და ცრემლი მახრჩობს. ის ბიჭი, შხელდადან მეხმა რომ ჩამოაცილა, მეხმა რომ ჩამოგვიყვანა - კარგად ვიცოდი და ცოტათი ვიცნობდი კიდეც.

მე სულ ვფიქრობ, რომ მთამსვლელები რაღაცით სჯობიან დანარჩენ ადამიანებს და მით უფრო სჯობიან ამ ფარატინა დროში, სტერილური ხალხის დროში, ფურცლის და დეკლარაციის. სულ ვფიქრობ, რომ მთების დაპყრობით, თითქოს იმას გაურბიან, რასაც ქვემოთ ტოვებენ.

თიკანაძეს რომ პალო მოუწყდა, მაშინ მურმან ლებანიძემ დაწერა ლექსი და ეს ლექსი იშვითია იმ დროში, გალაკტიონს რომ გაექცა და ცალკე დგას:

„გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია -
თოკი ერთადერთი ჩაუბია -
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!.."

ჰოდა, აწი ელვა რომ იქნება და მეხი, რომელიღაც აუცილებლად არჩილ ბადრიაშვილი იქნება. სხვანაირად არ გამოვა. ცას მისი ვალი აქვს“, - წერს გიორგი კეკელიძე. 

ცნობისთვის, მაშველებმა სვანეთში სამი მთამსვლელი გადაარჩინეს, მწვერვალ შხელდაზე მყოფი ერთი პირი კი, მთამსვლელების ინფორმაციით, სავარაუდოდ მეხის დაცემას ემსხვერპლა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„იძულებული გახდება, დატოვოს როგორც ყირიმი, ასევე აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, სამხრეთ ოსეთი, მთიანი ყარაბახი“ - იაკუტელი შამანი

„მე და ბებო შვებულებაში“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ნატალია ყიფშიძე

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც აგვისტოში პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით სირთულეები ელოდებათ