ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდაველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა.
კონტინენტის პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იასპარეზებს. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში გასასვლელად იტალიელ ატილიო ესპოზიტოს იპონით სძლია და ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს ოქროს მედლისთვის დაუპირისპირდება.
დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა. გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
⭕ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც თუ დაშორდებიან, აღარ უნდა შერიგდნენ
⭕„ეს ტატას სახელზე აშენებული ტაძარია, მადლობა უფალს, მისი დასრულებისთვის“ - თიკო ჩხეიძე