ქართველი ოლიმპიური პრიზიორები ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და გივი მაჭარაშვილი სამშობლოში დაბრუნდნენ. სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა.
პარიზის ოლიმპიადა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. ქართველმა სპორტსმენებმა სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პარიზი 2024-მდე ყველაზე წარმატებული პეკინი 2008 იყო, სადაც სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის აღება შევძელით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე ლამაზი“ - თათია თექთურმანიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს